← სიახლეებზე დაბრუნება

✳️ ✳️ სასწავლო წლის შემაჯებელი შეხვედრა

14 ივლისი, 2024

✳️ ✳️ სასწავლო წლის შემაჯებელი შეხვედრა
👩‍🦰  🧔  სკოლა - ლიცეუმი პრომეთე  ყოველ სასწავლო წელს შემაჯამებელი შეხვედრით ასრულებს. სკოლის დირექციამ მადლობა გამოუცხადა თითოეულ თანამშრომელს ერთობლივი მუშაობისათვის.

🙏  📋  🙏  მადლობის სიგელები მიღწეული წარმატებებისთვის გადაეცათ: 

✅  ️1. დაწყებითი საფეხურის კათედრას, 2023-2024 სასწ. წელს განხორციელებული მრავალფეროვანი ღონისძიებებისათვის 
✅ ️ 2. მათემატიკის კათედრას 2023-2024 სასწ. წელს განხორციელებული საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობებისათვის. 
✅ 3. ესთეტიკის კათედრას, 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელებული ღონისძიებების მუსიკალური და ქორეოგრაფიული გაფორმებისა და მხარდაჭერისთვის. 
✅ ️4. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას 2023-2024 სასწავლო წელს წიგნიერების დონის ასამაღლებლად ჩატარებული მრავალფეროვანი აქტივობებისათვის. 
✅5. ინგლისური ენის კათედრას, 2023-2024 სასწ. წელს განხორციელებული მრავალფეროვანი პროექტებისა და ღონისძიებებისათვის. 
✅ ️6. საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას, 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობების, გასვლითი გაკვეთილებისა და კონფერენციებისათვის 
✅ ️7. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრას 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელებული საინტერესო პროექტებისათვის. 
✅ ️8. რუსული ენის კათედრას, 2023-2024 სასწავლო წელს ჩატარებული ღონისძიებებისა და შემეცნებითი აქტივობებისათვის. 
✅ ️9. ლიკა აბუაშვილს, 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადაში მიღებული წარმატებისათვის. ლიკა მასწავლებლის  მოსწავლემ ბიოლოგიაში, მეოთხე ადგილი დაიკავა.
✅ ️10. შორენა ლობჟანიძეს, 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადაში მიღებული წარმატებისათვის. შორენა მასწავლებლის მოსწავლემ ისტორიაში მეცხრე ადგილი მოიპოვა.
✅ ️11. ირმა კენტელაძეს, 2023-2024 სასწავლო წლის ევერესტის მათემატიკურ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისათვის. 
✅️ 12. ხათუნა სვიანაძეს, 2023-2024 სასწავლო წლის ევერესტის მათემატიკურ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისათვის.
✅ ️13. ნინო ფიროსმანაშვილს, კინგსის მათემატიკურ ოლიმპიადაში მოსწავლეთა წარმატებისთვის.

❤️  ❤️  გისურვებთ წარმატებას და სასიამოვნო დასვენებას.

🥰  🥰  გელოდებით მომავალ სასწავლო წელს ახალი შემართებით და იდეებით.🥰 🥰